გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საბერძნეთმა მოიგო – საქართველო ევროპას აგრძელებს

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში საქართველოს ნაკრების გასვლა საბერძნეთისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე ეკიდა. თუ ბერძნები მოიგებდნენ, ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი მერვედფინალში გავიდოდა და საფრანგეთს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ეთამაშებოდა.

ბერძნები ყველაფერს აკეთებდნენ საამისოდ და პირველი ტაიმი სოლიდური სხვაობით, 15 ქულით მოიგეს. ევროპის ჩემპიონები არ გატყდნენ – მესამე მეოთხედში 10 ქულა მოიგეს, ხოლო მეოთხეში ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ წინაც გავიდნენ.

თუმცა, ვასილიოს სპანულისის გუნდმა ჩვენი გასაკეთებელი საქმე მაინც გააკეთა და საბოლოოდ 90:86 იმარჯვა.

შედეგად, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდს 7 სექტემბერს ეთამაშება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი