გამოგვიწერეთ

ძიუდო

სკანდალი ბუნდესლიგაში – აკაკი ჯაფარიძემ მეტოქეს ყბა მოტეხა

გააზიარეთ

ქართველი ჯუდოკა აკაკი ჯაფარიძე სკანდალში გაეხვა.  გერმანიის ბუნდესლიგაში, სადაც ერთმანეთს  ლაიფციგი და აბენსბერგი დაუპირისპირდნენ, მისი და ტიმ კაველიუსის შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა. გერმანელმა ქართველი იპონით დაამარცხა და შემდეგ კი გამარჯვება ემოციურად აღნიშნა, რამაც ჯაფარიძის აღშფოთება გამოიწვია. ჯაფარიძემ კაველიუსს სახეში სამჯერ ჩაარტყა. გერმანელი ტატამიზე დაეცა. კაველიუსმა ყბა გაიტეხა, ორი კბილი დაკარგა და ოპერაცია დასჭირდა.

ცხადია, ამ ინციდენტის შემდეგ აკაკი ჯაფარიძე ტურნირიდან მოხსნეს, ხოლო გერმანიის ჯუდოს ფედერაციამ მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. ჯაფარიძის ქმედებას ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია და ევროპის ჯუდოს კავშირიც  შეისწავლის.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო