გამოგვიწერეთ

ძიუდო

ბრინჯაოს მედლის შანსი

გააზიარეთ

საქართველოს ჯუდოს ახალგაზრდული ნაკრები პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველები მედლისთვის თურქეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მასპინძელი მონტენეგრო 4:2 დაამარცხა.
გამარჯვება გიორგი გიუნაშვილმა, ნინო თათრიშვილმა, ლუკა თევდორაძემ და ნონა კვარაცხელიამ მოიპოვეს.
მარცხი გიორგი ქარჩაიძემ და მარიამ ნათელაურმა განიცადეს.
საქართველომ მეოთხედფინალში გერმანიასთან 2:4 წააგო და რეპეჟაში გადაერთო.
გერმანიასთან გიორგი გიუნაშვილმა და ირაკლი ქავთარაშვილმა გაიმარჯვეს.
ნინო ხარაიშვილი, ნანა გულბიანი, ნონა კვარაცხელია და გიორგი ბენდელიანი კი დამარცხდნენ.

რეპეჟაშში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიას 4:2 სძლია.
წარმატებით იასპარეზეს გიორგი გიუნაშვილმა, მარიამ ნათელაურმა, ლუკა თევდორაძემ და ნინო თათრიშვილმა.
ნინი ძაგანიამ და გიორგი ქარჩაიძემ ბრძოლები დათმეს.

ფინალური ბლოკი სტარტს, 17:00 საათზე აიღებს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო