გამოგვიწერეთ

ძიუდო

ერთადერთი ქართული მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

გააზიარეთ

მონტენეგროს დედაქალაქ
პოდგორიცაში დასრულებულ ჯუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა, მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს.

ბებერი კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი 60-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ომანაძემ მოიპოვა

ომანაძემ ევროპის ჩემპიონატის პირველ წრეში თურქი ნეჩდეთ სალიჰ პალა ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.
შემდეგ კი ებრაელ ტომ დუბრივსკისთან ავასატა-იპონით გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში უკრაინელ დანიელ ავრამენკოსთან იუკოთი აგებდა, თუმცა ჯერ ვაზარი აუღო, ბოლოს კი იპონით სძლია.
ომანაძემ ტურნირზე ერთადერთი ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ აიხან მირზაზადასთაბ წააგო. მან ქართველი ჯუდოკა ჯერ ვაზარიზე წააქცია, მერე კი იპონით დაამარცხა.

ლუკა ომანაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელ სპორტსმენ ბენ ტამარის ვაზარით მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო