გამოგვიწერეთ

ძიუდო

სკანდალი ბუნდესლიგაში – აკაკი ჯაფარიძემ მეტოქეს ყბა მოტეხა

გააზიარეთ

ქართველი ჯუდოკა აკაკი ჯაფარიძე სკანდალში გაეხვა.  გერმანიის ბუნდესლიგაში, სადაც ერთმანეთს ლაიფციგი და აბენსბერგი დაუპირისპირდნენ, ქართველისა და ტიმ კაველიუსის შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა. გერმანელმა ქართველი იპონით დაამარცხა, რის შემდეგ გამარჯვება ემოციურად აღნიშნა, რამაც ჯაფარიძის აღშფოთება გამოიწვია. ჯაფარიძემ კაველიუსს სახეში სამჯერ ჩაარტყა, გერმანელი ტატამიზე დაეცა. კაველიუსმა ყბა გაიტეხა, ორი კბილი დაკარგა და ოპერაცია დასჭირდა.

ინციდენტის შემდეგ აკაკი ჯაფარიძე ტურნირიდან მოხსნეს, ხოლო გერმანიის ჯუდოს ფედერაციამ მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. ჯაფარიძის ქმედებას ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია და ევროპის ჯუდოს კავშირიც  შეისწავლის.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო