გამოგვიწერეთ

წყალბურთი

სლოვენია დამარცხებულია, წინ მეორე ეტაპია

გააზიარეთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. ათანასიოს კაჩიგიასის გუნდმა მესამე ტურში სლოვენია 22:11 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად ვითვლებოდით, პირველი ტაიმი მაინც გაგვიჭირდა. წინა მატჩების მსგავსად მეორე მეოთხედი ჩავაგდეთ და ისეთ გუნდთან წავაგეთ, რომელიც ნამდვილად არ შეიძლება. დიდად თავი არც პირველ მეოთხედში გამოგვიჩენია და დიდი შესვენების წინ ანგარიში 8:8 იყო.

შესვენების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და თავის ადგილზე დადგა. ზედიზედ ოთხი გოლის შემდეგ საქართველომ თამაშზე კონტროლი დაამყარა და მარტივი გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა: რაზმაძე, გვეტაძე; ტყეშელაშვილი (3 ბურთი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვაშიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაჩი (2), ვლაჰოვიჩი (2).

მომდევნო ეტაპზე ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის, ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებთა მეტოქეები იტალია, რუმინეთი და თურქეთი იქნებიან. გუნდებს პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები მიჰყვებათ. შედეგად ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: იტალია 6 ქულა; საფრანგეთი და ხორვატია 3-3 ქულა და ერთმანეთში ჯერ კიდევ სათამაშო; რუმინეთი 3 ქულა; საქართველო და თურქეთი უქულოდ არიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ მეორე ეტაპი უფრო მარტივია. მართალია, მედლებისკენ არა, მაგრამ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მებრძოლ გუნდებს შორის მოხვედრა შესაძლებელია. საამისოდ, თურქეთისა და რუმინეთის ნაკრებები უნდა დავამარცხოთ. ვერ ვიტყვით, რომ შეუძლებელი…

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად წყალბურთი