გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველო იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა

გააზიარეთ

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო და საქართველოს ნაკრები იტალიასთან 14:16 დამარცხდა.

იტალიელები აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და მოიგეს კიდეც, მაგრამ ათანასიოს კაჩეგიასის გუნდმა მაგარი ბრძლა გაუმართა და ოდნავ რომ გამართლებოდა…

ამ ევროპაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ. პირველი მეოთხედი 2:2 დასრულდა, მეორე მეოთხედის შემდეგ მხოლოდ ბურთს ვაგებდით. თუმცა, აქ საქმეში იტალიელების მოთხოვნილი ჩელენჯი ჩაერია. მსაჯებმა დაუკმაყოფილეს, რასაც ნიკა შუშიაშვილი გაძევება მოჰყვა (ოთხი წუთით ნაკლებნი და შუაშიაშვილი მატჩის ბოლომდე), პლუს პენალტი და 6:8 ჩამოვრჩით.

შესვენების შემდეგ კაცნაკლულებმაც ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლო მეოთხედის წინ უკვე ოთხ ბურთს ვაგებდით. ფაქტობრივად, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. მიუხედავად ამისა ბოლომდე ვიბრძოლეთ და მხოლოდ ორი ბურთით წავაგეთ.

მომდევნო მატჩი ჩვენს გუნდს უშუალო კონკურენტ რუმინეთთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი