გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა უმცროსი კვარაცხელიას დებიუტს ელის

გააზიარეთ

2 მაისს, ეროვნული ლიგის მეორე წრის სამი მატჩი გაიმართება და, შესაძლოა, მოედანზე ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ტალანტი ვიხილოთ.

საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას ძმაზე – 16 წლის თორნიკე კვარაცხელიაზე, რომელიც თბილისის დინამოს ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩს ელის.

საქმე ის არის, რომ თორნიკე ბოლო დღეებში ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რის შემდეგაც დინამოელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, უმცროსი კვარაცხელია მატჩის განაცხადში შეიყვანა, რომელიც ბათუმის დინამოსთან ელის.

ბათუმში, დინამოებს შორის დაგეგმილი მატჩი, 19:00 საათზე დაიწყება.

დედაქალაქელებს ცხრა მატჩში 11 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილზე არიან, ხოლო ზღვისპირელები შვიდი ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი