გამოგვიწერეთ

წყალბურთი

რევანში თურქეთთან და ბრძოლა სუპერფინალისთვის

გააზიარეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთს 19:12 მოუგო და სუპერფინალში გასასვლელად იბრძვის.

გეხსომებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ. მაშინ ჩვენები სამი ბურთითაც იგებდნენ, მაგრამ ბოლოს ერთით წააგეს. მერე 16 გუნდი საერთო ცხრილით დააწყვილეს და ისე მოხდა, რომ ისევ ერთმანეთს გადავეკვეთეთ. ამჯერად რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო.

არადა, თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა. მესამე მეოთხედი ჩვენებმა სამი ბურთით მოიგეს და, საბოლოოდ, შვიდით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. რაც შეეხება მსოფლიო თასის სუპერფინალში მოხვედრას, იქ მხოლოდ ფინალისტები გავლენ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი