გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ფერან ტორესი კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდა

გააზიარეთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირი ფერან ტორესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ესპანელმა ფორვარდმა პარიზელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ფერან ტორესის სანაცვლოდ, ბარსელონას 50 მილიონი ევრო გადაუხადა.

ფერან ტორესმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა ვალენსიაში დაიწყო: ჯერ მეორე გუნდში გამოდიოდა. 2017 წელს კი, ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა; 2020-22 წლებში ტორესი მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა და ინგლისის ჩემპიონობაც იზეიმა, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი, ჩელსისთან დამარცხდა.

ტორესმა 2022–26 წლები კატალონიურ ბარსელონაში გაატარა, სადაც 140 მატჩი ითამაშა და 41 გოლი გაიტანა. ტორესმა კატალონიელებთან ერთად სამჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, თითოჯერ კი – ესპანეთის თასი და სუპერთასი.

ესპანეთის ნაკრებში ტორესს 65 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი, მათ შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების კარში.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები