გამოგვიწერეთ

კალათბურთი

რატი ანდრონიკაშვილი ანდორაში ორი თვით ითამაშებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების გათამაშებელი რატი ადრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. 25 წლის ქართველს ორთვიანი ხელშეკრულება ACB ლიგის ანდორამ გაუფორმა. ანდორა ესპანური ლიგის მესამე კლუბია, რომლის მაისურსაც ანდრონიკაშვილი მოირგებს. აქამდე მურსიასა და სარაგოსაში უთამაშია.

ანდორელებმა ჩვენებურს ორთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და წარმატების შემთხვევაში, ცხადია, კონტრაქტი გახანგრძლივდება.

აღსანიშნავია, რომ ანდრონიკაშვილი ახალ გუნდს ადგილობრივი აღზრდილის (jugador de formación) სტატუსით შეუერთდება. ანდრონიკაშვილი Liga Endesa-საც კარგად იცნობს, სადაც მურსიასა სარაგოსას იცავდა. გარდა ამისა, მას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაშიც (Primera FEB) უთამაშია – 2024-25 წლების სეზონში იგი ობრადოიროს შემადგენლობაში გამოდიოდა.

ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი ანდორას სპორტულმა დირექტორმა, ჟორდი არდევოლმა გააკეთა. მისი თქმით, ანდრონიკაშვილი გუნდში საუკეთესო ფორმაში დროულად მიდის:

ჟორდი არდევოლი:

„საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ძალიან კარგი ბოლო მატჩების შემდეგ, ანდრონიკაშვილი ჩვენთან მომზადების ეტაპზე მოდის. სწრაფი, ფეთქებადი, კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე და ძალიან კრეატიული გამთამაშებელია – განსაკუთრებით თამაშის შექმნასა და ასისტენტობაში. მისი დამატება საშუალებას მოგვცემს, გვყავდეს მესამე გამთამაშებელი, რათა უკეთ გადავანაწილოთ დატვირთვა შემადგენლობაში არსებულ ორ უკანახაზელს შორის. ამავდროულად, ახალი ალტერნატივა შევმატოთ გუნდის თამაშს. რამდენიმე მოთამაშის ფიზიკურმა მდგომარეობამ და საინტერესო საბაზრო შესაძლებლობამ გახადა შესაძლებელი ეს ტრანსფერი, რომელიც თავიდან დაგეგმილი არ ყოფილა“.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი