
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. თუმცა, ერთი გადადებული მატჩი დარჩა – 4 ოქტომბერს იბერია და თბილისის დინამო ითამაშებენ.
სამი წრის შემდეგ კი, ცხრილის ზედა ნაწილში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ჩემპიონობის შანსი მინიმუმ ოთხ გუნდს აქვს.
დინამო (ბთ)-ტორპედო 3:2
ბათუმი. ბათუმი არენა
0:1 ანდრიჩი (25); 1:1 კირკიტაძე (45); 2:1 ჯაფარიძე (51); 2:2 დეისაძე (77); 3:2 იმრანი (90)
თავიდან ტორპედო იგებდა – ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდებულს კომნენ ანდრიჩის თავური მოჰყვა. სერბმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიას ლიდერობს.
პირველი ტაიმის ბოლოს თორნიკე კირკიტაძემ გაათანაბრა – ცაციით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა; 51-ე წუთზე ბათუმელები წინ გავიდნენ: ლუკა ლაკვეხელიანის პასით გურამ ჯაფარიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაჭირვებით შეაგდო.
მალევე, ლაკვეხელიანმა კარგი პასი გააკეთა და კირკიტაძე პირისპირ გადიოდა, როცა მატეო სტამატოვმა წააქცია. სტამატოვი გააძევეს და ტორპედო ათი კაცით დარჩა…
თუმცა ქუთაისელებმა მაინც გაათანაბრეს ანგარიში – ვირჯილ პინსონის ჩაწოდება და დიეგო დეისაძის თავური.
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე ბათუმელებმა გაიტანეს: მაურიდესმა დაბალი პასი გააკეთა, გოშაძემ მოიგერია, მაგრამ ულად-ომარ იმრანმა რთული მდგომარეობიდან ნახტომში მოახერხა დარტყმა და ბურთიც ძელიდან ასხლეტით გავიდა კარში – 3:2.
ზღვისპირელები პირველ ადგილზე გადავიდნენ, ტორპედო კი მეექვსეა და, დიდი ალბათობით, საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
რუსთავი-იბერია 0:2
თბილისი. პეტრო არენა
0:1 სელიმოვიჩი (42); 0:2 ძაგანია (83)
უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო და იბერიელებმა ამ სეზონში პირველად მოუგეს რუსთავს. წინა ორი წრის შეხვედრა გიორგი ცეცაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
გოლებზე: იბერია პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დაწინაურდა – გიორგი ჯინჯოლავამ ჩააწოდა და ვაჰიდ სელიმოვიჩმა თავურით გაუტანა პაპუნა ბერუაშვილს; დაძაბული თამაში გამოდგა, მომენტებიც შეიქმნა, გოლი კი ისევ იბერიელებმა გაიტანეს: ჯინჯოლავას პასის შემდეგ ამეჯრად ამირან ძაგანია შეაგდო – იბერიელთა შემტევი ჯერ დავიდ ოლივეირას გასცდა, მერე მამუკა კაპანაძეს და ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით გაიტანა.
იბერიამ ბოლო სამი მატჩი მოიგო და მეორეადგილოსან რუსთავს ქულებით გაუთანაბრდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
სამგურალი-დინამო (თბ) 2:3
წყალტუბო. ტექნიკური ცენტრი
1:0 გეგეჭკორი (12პ); 1:1 ტეიშეირა (28); 1:2 დოლტმურზიევი (37); 2:2 გეგეჭკორი (42); 2:3 ნინუა (74)
დაძაბული თამაში ვნახეთ. სამგურალი პენალტით დაწინაურდა. ლაშა შერგელაშვილმა ჯარიმა დაარტყა, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ გიორგი ხარაიშვილს ხელზე მოხვდა და VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი , რომელიც თავად გეგეჭკორმა გაიტანა.
მერე დინამომ არათუ გაათანაბრა, არამედ დაწინაურდა კიდეც. ჯერ პარის ფსალტისის პასი მაქსიმ ტეიშეირამ გამოიყენა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა; მალევე ნიკა ნინუას თავით გაკეთებულ პასს ჰალიდ დოლტმურზიევის ზუსტი დარტყმა მოჰყვა; სამგურალმა ისევ გეგეჭკორის გოლით გაიხარა. იმერელთა მარჯვენაფლანგელმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა.
მეორე ტაიმში დინამომ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და 74-ე წუთზე ნიკა ნინუამ დინამო წინ გაიყვანა. ბარნს ოსეიმ დაარტყა, მეკარე არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი და ნინუამ დაამატა – 2:3.
სპაერი-დილა 1:4
თბილისი. მიხეილ მესხი 2
1:0 ცალუღელაშვილი (11); 1:2 შეყილაძე (22); 1:2 კანტე (31); 1:3 მენთეშაშვილი (43); 1:4 კანტე (45)
გორის დილა სპაერთან აგებდა, მაგრამ პირველივე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა.
მე-11 წუთი იყო, როცა სპაერის ნახევარმცველმა გოჩა ცირდავამ კუთხური ჩააწოდა, ბურთი ყველას ასცდა და თემურ ცალუღელაშვილმა თავით გადაგზავნა კარში.
პირველი ტაიმის შუაში დილამ შოთა შეყილაძის გოლით გაათანაბრა. შეყილაძემ ორი მცველი მოატყუა და დაფარული დარტყმით გაიტანა; მერე შეყილაძემ კარგი პასი გაუკეთა მოჰამედ კანტეს და მანაც დაბალ კუთხეში შეასრულა; ტაიმის ბოლოს დილამ კიდევ ორჯერ გაიტანა: ჯერ ოთარ ფარულავას კუთხურს მოჰყვა ლაშა მენთეშაშვილის თავური; და ისევ კანტე – საკუთარ ნახევარზე წაართვა ბურტი მეტოქეს, გზად კიდევ ორ ფეხბურთელს გასცდა და მართალია, მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ კანტე გაჩნდა და 1:4…
გაგრა-მეშახტე 1:1
თბილისი. პეტრო არენა
1:0 ჭავჭანიძე (25); 1:1 კვირკვია (83)
ცხრილიდან გამომდინარე, ფრე ალბათ არცერთ გუნდს არ აწყობდა. გაგრა ცდილობს, რომ მერვე ადგილიდან ზემოთ აიწიოს, ხოლო მეშახტე ბოლოზეა და ყველა მოუგებელი მატჩი გავარდნასთან აახლოვებს.
მომენტები ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა. ჯერ გაგრა დაწინაურდა – შეტევაში ჩართულმა მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ ალექსანდრე ფეიქრიშვილის პასით გაიტანა; ტყიბულელებმა ბოლოს გაათანაბრეს: ცოტნე ფაცაციას ჩაწოდებას მოჰყვა მათე კვირკვიას თავური და 1:1.
სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (ბთ) 27 13 8 6 46-36 47
2.რუსთავი 27 13 7 7 32-23 46
3.იბერია 26 14 4 8 37-28 46
4.დინამო (თბ) 26 12 9 5 43-29 45
5.დილა 27 12 4 11 38-30 40
6.ტორპედო 27 9 9 9 43-34 36
7.სამგურალი 27 9 5 13 38-52 32
8.გაგრა 27 6 11 10 25-37 29
9.სპაერი 27 5 10 12 34-43 25
10.მეშახტე 27 2 11 14 20-44 17
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 36 წამი agoმესამე წრე ბევრი გოლით დასრულდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. თუმცა, ერთი გადადებული მატჩი დარჩა – 4 ოქტომბერს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 45 წუთი agoახალგაზრდები საკვალიფიკაციოს მატჩებისთვის ემზადებიან
გააზიარეთსაქართველოს 21 წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საბერძნეთთან საშინაო მატჩით განაახლებს,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 საათის agoსაქართველოს ნაკრებმა ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი