
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში ყველა გადაუდებელი საქმეების მერე რომ ჩამოდის, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ასე აპირებს ახლაც და კაპიტანი სანაკრებო ფანჯრის დროს გუნდთან ერთად იქნება. 27 და 30 ნოემბერს საქართველოს 2027 წლის მსოლფიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ორი მატჩი ელის. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ 26 ნოემბერს თბილისიდან 4500 კილომეტრით დაშორებულ ბარსელონაში უნდა ითამაშოს, უკრაინასთან მატჩში მოედანზე გავა.
თამაში ბარსელონაში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და რომ დამთავრდება, საქართველოში უკვე 27 ნოემბერი იქნება. გამოდის, შენგელიამ ორი მატჩი ერთი დღის განმავლობაში უნდა ითამაშოს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა ბავშვთა და ასაკობრივ ლიგებში, ასევე იყო შემთხვევები როცა კალათბურთელმა ჯერ ნბა-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და შემდეგ ნბა-ს ძირითად გუნდშიც მოუწია მოედანზე გასვლა, მაგრამ ასეთი რამ ისტორიაში ძალიან იშვიათად, ფაქტობრივად რამდენჯერმე მომხდარა. ამ შემთხვევებში მატჩები ერთ ქალაქში, უარეს შემთხვევაში, ერთ ქვეყანაში ტარდებოდა.
აი, როგორი შენგელიას გრაფიკი: ვილერბანთან ევროლიგის მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდება და გამოიძინებს, რადგან შემდეგ ამის დრო და პირობები აღარ ექნება. ამიტომ თორნიკეს თბილისში ჩამოსვლა ასე დაიგეგმა: დილის 6:30 საათზე სახლიდან ბარსელონას აეროპორტისკენ დაიძვრება და იქაური დროით 08:00 საათზე საქართველოში გამოფრინდება. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება 15:50 საათზეა დაგეგმილი, ხოლო ჩამოფრენიდან დაახლოებით ერთ საათში თორნიკე მოედანზე გასასვლელად გამზადებულ საქართველოს ნაკრებს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შეუერთდება.
კაპიტანს დასვენების დრო არ ექნება – ისადილებს, სასტუმროში გუნდის მატჩისწინა თათბირს დაესწრება და 18:45 საათზე ნაკრებთან ერთად თბილისი არენისკენ დაიძვრება, სადაც საქართველო-უკრაინის მატჩი 20:50 საათზე დაიწყება.
ამ ამბის მოკლე ქრონოლოგია ასეთია: ევროლიგაში მატჩს რომ დაასრულებს, 19 საათის შემდეგ, ბარსელონიდან 4 500 კილომეტრით დაშორებულ თბილისში უკრაინის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა. ასეთი რამ არათუ კალათბურთში, არც ერთ გუნდური სპორტის სახეობაში არ მომხდარა.
არანაკლებ საინტერესო თავგადასავალი თოკოს სამი წლის წინაც აქვს გაკეთებული. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოს სამი დღის ინტერვალით საქართველოს ნაკრები ჯერ ჰოლანდიაში თამაშობდა, შემდეგ კი ისლანდიას თბილისში მასპინძლობდა. ამ მატჩებს შორის თორნიკეს იტალიურ კლუბ ვირტუსს ევროლიგაში თამაში ჰქონდა. სტანდარტული რეისებით ამ სამივე მატჩზე დასწრება შეუძლებელი იყო, რის გამოც ჩარტერული რეისით ოთხი დღის მანძილზე სამი ქვეყანა (ჰოლანდია, იტალია, საქართველო) მოიარა, თითოეულში უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარა და საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა განსაზღვრა.
საქართველოს ნაკრები ამჯერადაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასავლელად იწყებს ბრძოლას და კაპიტანთან ერთად…
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 3 წუთი agoნერგაძე, იონსენი და სიმბოლური ნაკრები
გააზიარეთსაქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 21 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი