გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კანდიდატთა ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მიმდინარე „სოლიდარობის თასზე“ მეორე მატჩი გამართა – მარკო ესპოზიტოს გაწვრთნილი ჩინეთთან 63:74 დამარცხდა.

პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 18:16 მოიგო; მეორე მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე ჩვენი გუნდი კვლავ ლიდერობდა, მაგრამ ჩინელებმა ბოლო წამებზე დაწინაურება მოახერხეს და ტაიმი 46:42 მოიგეს; მესამე პერიოდში მასპინძლებმა უკანახაზელების სწრაფი მოქმედებების ჩვენი დაცვის დაქსაქსვა შეძლეს, ეფექტური კომბინაციები გაათამაშეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს — 63:52; მეოთხე პერიოდში ქართველებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლოს ისევ ჩინელებმა იმძლავრეს და, საბოლოოდ, 11 ქულით იმარჯვეს – 74:63.

სათამაშო დრო ნაკრებში ისევ მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა. შედეგიანობის მხრივ ჩვენს შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი იყო, რომელმაც 26 წუთში 15 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა; 13 ქულითა და 6 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა; ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გუნდს 8-8 ქულა შესძინეს.

საქართველოს ნაკრები 27 ივლისს „სოლიდარობის თასზე“ ბოლო მატჩს მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს, რომელიც, პირველ მატჩში 76:63 დაამარცხა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი