გამოგვიწერეთ

ძიუდო

ლიპარტელიანი: ცვლილებები ქალთა ნაკრებშიც საჭიროა

გააზიარეთ

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის წასვლას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ერთადერთი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი წერს, რომ უკეთესი იქნება, თუ ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეეხება.

ეთერ ლიპარტელიანი:

„კარგი იქნებოდა ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეხებოდა. ვიტყვი, რომ ორჯერ ოლიმპიადის წაგების შემდეგ, გვსურდა ცვლილება და უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა, ანდაც ქართველის მოყვანა!!

რადგან ასე ვერ მოხდა, ფსიქოლოგიურად გატეხილს ვცადე ყველანაირი გზა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ავიყვანე ფსიქოლოგი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.

რომ მივხვდი ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ფუჭად, ავიყვანე ფიზიკის მწვრთნელი, რომელმაც 3-4 საათიანი ვარჯიში შემიცვალა და 1-2 საათამდე მაძლევდა იმას, რაც 15 წელი ვერ მივიღე!!

ვიტყვი, რომ ყოველი წაგება მე და ჩემს მეუღლეს გვბრალდებოდა, მოგება კი მწვრთნელების დამსახურება იყო. მე ვემზადები მსოფლიოსთვის, მე ვემზადები ევროპისთვის, მე ვემზადები ოლიმპიადისთვის!! არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ“.

გეტყვით რომ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძეა, ხოლო მწვრთნელი – კახა მოცრაძე.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო