გამოგვიწერეთ

კალათბურთი

არ იქნება წერილი? არ იქნება იანისიც

გააზიარეთ

ითამაშებს თუ არა იანის ადეტოკუნბო ევრობასკეტზე? ცხადია, ყველაზე მეტად ამის შესახებ ბერძენი ქომაგები წუხან, თუმცა ეს ამბავი არანაკლებ აინტერესებს ქართველ გულშემატკივარსაც, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ელადელები არიან.

ბერძენი ვარსკვლავი გაურკკვეველ სიტუაციაშია. საბერძნეთის ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას სალონიკში გადის, იქვეა იანისიც, თუმცა არა გუნდთან ერთად, არამედ ცალკე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამის მიზეზი კი მილუოკი ბაქსია, რომლის კალათბურთელიც ადეტოკუნბო გახლავთ.

საქმე იმაშია, რომ სანამ მილუოკ ბაქსისგან ოფიციალური თანხმობის წერილი არ იქნება, მანამდე ბერძენ კალათბურთელს გუნთად ყოფნის და ვარჯიშის უფლება არ აქვს. სწორედ ამის გამო გამოტოვა მან ამხანაგური მატჩებიც.

ეს ყველაფერი კი სადაზღვევო პოლიტიკის გამო ხდება. მართალია, მას საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია ფარავს, მაგრამ იანისის კონტრაქტის სიდიდის გამო არასაკმარისად იცავს მილუოკის ინტერესებს თუ ის ტრავმას მიიღებს. სწორედ ამის გამო ვერ გადის ბერძენი კალათბურთელი პარკეტზე ბაქსის წერილობითი ნებართვის გარეშე.

იგივე პრობლემის წინაშე იდგნენ ლუკა დონჩიჩი და ნიკოლა იოკიჩი, თუმცა მათ თავიანთი კლუბებისგან წერილობითი დასტური უკვე მიიღეს და სლოვენიელი და სერბი ვარსკვლავებიც ევრობასკეტისთვის აქტიურად ემზადებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი