გამოგვიწერეთ

ნაკრები

ავთანდილ ასათიანი: შეუძლებელი არაფერია

გააზიარეთ

ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ფლეი ოფში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხოს ბრატისლავა 23 სექტემბერს უმასპინძლებს.

მომავალ მატჩებთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი საუბრობს:

“გუნდს გათავისებული აქვს თუ რა მნიშვნელობის მატჩი გველის 18-ში. ვემზადებით გეგმის მიხედვით. სლოვაკეთის სახით ძალიან რთული მეტოქე შეგვხდა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. გამოუცდელი გუნდი არ ვართ: ფლეი ოფიც ნათამაშები გვაქვს, ევროპის ჩემპიონატიც და იქაც ჯგუფი ეტაპი დავძლიეთ. თუმცა, გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელებიც და ამიტომ, ის გამოცდილები უნდა დაუდგნენ გვერდით, რათა ნერვიული ფონი გადალახონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრებისა და მათი თანადგომის, რათა ზედიზედ მეორე ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ეს დარბაზი არაერთხელ ყოფილა გავსებული. იმედი მაქვს 18-შიც ასე იქნება, რათა წარმატებას ერთიანი ძალებით მივაღწიოთ“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები