გამოგვიწერეთ

MMA

“ალიბაბადან გამოწერილ მაკგრეგორს ჰგავს” – ცარუკიანი თოფურიაზე

გააზიარეთ

სომხური წარმოშობის UFC-ს მებრძოლი, არმან ცარუკიანი კვლავ ცდილობს მსუბუქ წონაში ახალ ჩემპიონს, ილია თოფურიას რეპუტაცია შეულახოს.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ჩემპიონობის ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელს ნოკაუტით მოუგო და ტიტული ჩაიბარა.

ილია თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ცარუკიანი მედიასა და სოციალურ სივრცეში აქტიურად ცდილობს თოფურიას დაკნინებას. რამდენიმე საათის წინ მან საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

„ვინმემ უთხრას, რომ მაკგრეგორის ალიბაბადან გამოგზავნილ ვერსიას ჰგავს“ – წერს სომეხი მებრძოლი.

ცნობისთვის, არმან ცარუკიანმა სატიტულო შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ზურგის პრობლემების გამო განაცხადა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA