გამოგვიწერეთ

ნაკრები

ამაშუკელი ინგლისი-ავსტრალიას განსჯის

გააზიარეთ

1 ნოემბერს, ნიკა ამაშუკელი, ლეგენდარულ თვიქენჰემზე, ინგლისი-ავსტრალიის ჯახს იმსაჯებს.

სასიამოვნოა, რომ მსოფლიო რაგბიმ ჩვენებურს ასეთი პრინციპული მატჩის განსჯა ანდო. სამ თამაშში, ამაშუკელს ასისტენტის რანგში ვიხილავთ: საფრანგეთი-ს.აფრიკა (8 ნოემბერი); საფრანგეთი-ფიჯი (15 ნეომბერი); ინგლისი-არგენტინა (23 ნოემბერი);

კიდევ ერთი ქართველი მსაჯი საბა აბულაშვილი ორ თამაშზე ასისტენტად იმუშავებს: რუმინეთი-აშშ (15 ნოემბერი); პორტუგალია-კანადა (22 ნოემბერი);

ცნობილია საქართველოს ნაკრების ტესტ-მატჩების მსაჯებიც: 8 ნოემბერს, ბათუმში, საქართველო-აშშ – ინგლისელი ლუკ პირსი; 15 ნოემბერს, ასევე ბათუმში, საქართველო-კანადა – ახალზელანდიელი პოლ უილიამსი; 22 ნოემბერს, თბილისში, საქართველო-იაპონია – ირლანდიელი ეოგან კროსი.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები