გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

“ამის გაკეთებას აღარ ვაპირებ”, – ანჩელოტი სამომავალო გეგმებზე

გააზიარეთ

კარლო ანჩელოტი სეზონის დასრულების შემდგომ მადრიდის რეალს დატოვებს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

რეალის მწვრთნელის რანგში ანჩელოტიმ ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ძირითადად ამ თემის გარშემო ისაუბრა:

“ეს განსაკუთრებული დღეებია, თუმცა მოწყენილი არ ვარ. პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი კარიერის საუკეთესო წლები აქ გავატარე და ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მთელი ეს დრო მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.

ვამაყობ, რომ რეალში მუშაობის და მისი ისტორიის დაწერის შესაძლებლობა მქონდა. აქ ერთად ბევრი რამ მოვიგეთ.

წარმატებებს ვუსურვებ ჩაბი ალონსოს, მას ყველა თვისება აქვს, რომელიც სამეფო კლუბის მწვრთნელს სჭირდება. სხვა კლუბს აღარ გავწვრთნი, ეს ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ”, – განაცხადა ბრაზილიელმა სპეციალისტმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები