გამოგვიწერეთ

რაგბი

არესმა აია დაამარცხა და ფინალში ბათუმს შეხვდება

გააზიარეთ

ქუთაისის არესმა თანაქალაქელ აიას წინასწარ ფინალში 33:22 აჯობა და 25 აპრილს ბათუმში, crocobet დიდი 10-ის ფინალში ითამაშებს.

ტიტულისთვის ის გუნდები იბრძოლებენ, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს და რომლებმაც 4 აპრილს შესარჩევ ფინალში შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზეს. მოქმედი ჩემპიონი ბათუმი ტიტულის შენარჩუნებას და ჯამში მის მეექვსედ მოპოვებას ეცდება, არესი კი, ფინალში პირველად გავიდა და მედლებსაც პირველად დაეუფლება.

წინასწარი ფინალი კარგი საყურებელი გამოდგა. დრამატულ შეხვედრაში ლიდერი ხუთჯერ შეიცვალა და გამარჯვებულის ვინაობა დასკვნით 10 წუთში გადაწყდა, როდესაც არესის შეცვლაზე შესულმა კვაჭმა შოთა ხელაძემ ორი ლელო გაიტანა.

საწყის 25 წუთში უპირატესობას აია ფლობდა, მაგრამ გიორგი ბაბუნაშვილის ერთ ჯარიმას, არესის მგეზავმა სანდრო ფურცხვანიძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. აიამ ლიდერობა 23-ე წუთზე დაიბრუნა, როდესაც ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და საბა ერემეიშვილის გამჩერებელიც აღარავინ იყო;

ტაიმის ბოლოს ინიციატივას უკვე არესი დაეუფლა და 30-ე წუთზე მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო დადო; ხუთ წუთში კი, ლელო არსენ მაჩალაძემ დადო, ფურცხვანიძემ გარდასახა და ტაიმიც 18:8 მორჩა;

შესვენების შემდეგ ფურცხვანიძემ ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, მაგრამ მალევე ზურა ძნელაძე გაასინბინეს და აიამ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა: ძალისმიერი შეტევის შემდეგ, ლელო ოთია გიორგაძემ გაიტანა და ბაბუნაშვილმა გარდასახა.

სამ წუთში არესმა სინბინით დავით კვირიკაშვილიც დაკარგა და გიორგაძემ 13-კაციან მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გაუტანა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახვით აია 22:21 დააწინაურა;

ბოლო წუთებზე უკვე გითხარით: 72-ე წუთზე არესის ხუთმეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს შოთა ხელაძის პირველი ლელო მოყვა; მალევე ხელაძემ ბურთი ფეხით გადაიკიდა, მაღალ სისწრაფეში მიყვა, ბოლო მცველს გვერდი აუარა და ლამაზი ინდივიდუალური ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 33:22.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი