გამოგვიწერეთ

Uncategorized

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე კანადა გაანადგურა

გააზიარეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის საშემოდგომო ფანჯარა გამარჯვებით დაიწყო. პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებმა პირველ მატჩში კანადას ავჭალაზე უმასპინძლეს და 59:14 გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ კანადელთათვის აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით 54:22 გვქონდა მოგებული და ეს სხვაობა გავაუმჯობესეთ.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს რვა ლელო დაუდო, რომელთაგან ექვსი მატკავამ გარდასახა. ერთიც საჯარიმო ლელო გამოვიმუშავეთ. საპასუხოდ, ორი გარდასახული ლელო მივიღეთ.

ლელოების დუბლი შეასრულა აკაკი ტაბუცაძემ, რომელსაც ჯამში 53 მოუგროვდა და ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ხუთეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. TOP 5-ში შესასვლელად კი, იაპონელი ჰიროტოკი ონოზავასა (55) და ახალ ზელანდიელი ვილი ჯორდანის (56) გადასწრება მართებს.

არადა, თამაში არეულად დავიწყეთ და თავიდან ორჯერ ჩამოვრჩით. აქედან ერთი კანადელებმა უმცირესობაში გაგვიტანეს. თუმცა, თამაში მალევე დავალაგეთ და ტაიმი 24:14 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, რასაც თან 10 წუთით გაძევებაც დაერთო, საქართველომ კიდევ უფრო გაილაღა და თამაშის ბოლომდე კიდევ ოთხი უპასუხო ლელო დადო.

ტაბუცაძის გარდა ლელოები დაჩი პაპუნაშვილმა, დავით ნინიაშვილმა, ლუკა ტაბატაძემ, გიგა გიგაშვილმა, თორნიკე კახოიძემ და ვანო კარკაძემ დადეს.

ჩვენებმა აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერეს და საკუთარ ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ნოემბერს, ისევ ავაჭალაზე ითამაშებს და მეტოქედ ამჯერად ტონგა ეყოლება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად Uncategorized