გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

არსად წავალ – სანტუში იხტიბარს არ იტეხს

გააზიარეთ

თერთმეტიდან ცხრა მარცხს მხოლოდ კრახს თუ ვუწოდებთ. მსგავს ფაქტთან შეგუება რთული, ხოლო მწვრთნელისთვის ვინც არ უნდა იყოს ის პატიება გაუგებარია.

ჰოდა, არც შენდობას და არც დანდობას არ აპირებენ. აზერბაიჯანის ნაკრებზე და ამჟამად მის გამოცდილ დამრიგებელზე ფერნანდუ სანტუშზე მოგახსენებთ. პორტუგალიელი სპეციალისტი ჩვენმა მეზობლებმა ნაკრების თავკაცად შარშან დანიშნეს და მისი დიდადაც ეიმედებოდათ, თუმცა როგორც გამოჩნდა სულ ამაოდ. სანტუშის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანელებმა კატასტროფული შედეგი აჩვენეს და ამაზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს – ბოლო 11 მატჩიდან ცხრა მარცხი.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ბოსებს მოთმინების ფიალა 5 სექტემბერს, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ისლანდიასთან 0:5 განადგურების შემდეგ ამოეწურათ. ფედერაციის გენერალური მდივნის ჯაჰანგირ ფარაჯულაევის თქმით ისინი გადამჭრელი ზომების მიღებას აპირებენ, რადგან არ სურთ მსგავს ბედოვლათობას დიდხანს უყურონ.

თავად ფერნანდუ სანტუში კი იხტიბარს არ იტეხს და ნებით არც თანამდებობის დატოვებას აპირებს. „მიღებული მეთოდია, რომ ყველაფერში მწვრთნელი დაადანაშაულო, მაგრამ პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. მსგავს სიტუაციაში თანამდებობას არცერთი მწვრთნელი არ დატოვებდა. მითხარით აბა რატომ უნდა წავიდე? მითხრან ფედერაციის ხელმძღვანელებმა რას ვაკეთებ არასწორად? დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. მე კონტრაქტი მაქვს და პოსტიდან წასვლა ჩემს გეგემებში არ შედის“ – აღნიშნა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ისლანდიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.

მომდევნო მატჩს აზერბაიჯანის ნაკრები 9 სექტემბერს ბაქოში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი