გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ჰაჩიოსმანოღლუ: ეს მოღალატეების საქციელია

გააზიარეთ

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ საქართველოსთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობებზე რეაგირება მოახდინა. თურქულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნული გუნდის შიგნით ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ცნობების გავრცელება ქვეყნისთვის საზიანოა და ეს ადამიანები საკუთარ თავს მოღალატეებად წარმოაჩენენ:

„გუნდში საოცრად მეგობრული და ოჯახური გარემოა. ვინც ამ ატმოსფეროს გაფუჭებას ცდილობს, იმ ადამიანებს თურქებად ვერ მივიჩნევ. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ დაპირისპირების გამოგონება მხოლოდ მოღალატეების საქციელია. ყოველთვის ვიმეორებ, რომ ეს ნაკრები ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ხასიათიანი და მაღალი კლასის გუნდია და შიგნით შესანიშნავი დამოკიდებულებებია,“ – აღნიშნა ჰაჩიოსმანოღლუმ.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ბულგარეთს დაუპირისპირდება, ხოლო თურქეთის მეტოქე ესპანეთი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი