გამოგვიწერეთ

MMA

“არ მჯერა, მაგრამ მერაბისთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი”, – UFC-ს ანალიტიკოსი

გააზიარეთ

დღეს გამთენიისას გულშემატკივარმა UFC-ს მორიგი ივენთი იხილა, სადაც საშუალო წონით კატეგორიაში ორგანიზაციას ახალი ჩემპიონი, ხამზატ ჩიმაევი გამოუჩნდა.

ჩიმაევმა დრიკუს დუ პლესისი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ახალი ჩემპიონი გახდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაზე დიდი ავანსები იყო გაცემული, მან მაყურებლის მოლოდინი ვერ გაამართლა, რადგან მათი უმრავლესობა წერს, რომ ჩხუბი ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო.

იმავე აზრს იზიარებს UFC-ს ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკოსი, MMA Guru. იგი მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი დიდი კრიტიკოსი იყო, მიზეზი კი დვალიშვილის  ჭიდაობაზე ორიენტირებული ბრძოლაა, რაც სანახაობას მეორე პლანზე წევს. დღევანდელი ბრძოლის შემდგომ კი MMA Guru წერს, რომ ქართველ მებრძოლთან მობოდიშების დროა:

“არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ ჩემგან მერაბ დვალიშვილი მობოდიშებას იმსახურებს. ვერ ვხვდებოდი, რამდენად ცდილობდი, რომ ბრძოლები სანახაობრივი ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელმა ბრძოლამ თვალები ამიხილა. მერაბ, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახე, შენ ძალიან საინტერესო ხარ”, – წერს ის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA