გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ახალგაზრდული კაპიტნის გარეშე დარჩა

გააზიარეთ

ფეხბურთის ქომაგთ ეცოდინებათ, რომ ეროვნულთან ერთად შესარჩევი მატჩები ელით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც. რამაზ სვანაძის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 10 და 14 ოქტომბერს გასვლაზე შესაბამისად ლატვიას და მალტას დაუპირისპირდებიან.

21 წლამდე გუნდი უკვე რიგაშია და ლატვიასთან მატჩისთვის შეკრებას ადგილზე გადის. სვანაძის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია, თუმცა სამწუხაროდ გუნდს ვეღარ დაეხმარება კაპიტანი გაბრიელ სიგუა, რაც უდავოდ დიდი დანაკლისია. მის ნაცვლად რამაზ სვანაძემ დინამო ბათუმის ნახევარმცველს გურამ ჯაფარიძეს უხმო.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევი ციკლის სტარტზე 9 სექტემბერს ქუთაისში ჩრდ.ირლანდიასთან დაზავდა – 1:1.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი