გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ჯონ ვანტ სხიპი – მიქაუტაძისთვის ყველაფერი დასრულებული იყო

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძის კარიერაში იყო ხანმოკლე პერიოდი, რომელსაც კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. ქართველი ფორვარდი 2023 წელს სახელგანთქმულ აიაქსში გადაბარგდა და თითქოს უკეთესიც რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამსტერდამულ კლუბში ან სათადარიგო სკამზე იჯდა ან მისთვის უჩვეულო პოზიციაზე აყენებდნენ.

იმ დროს აიაქსის მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპტი გახლდათ, რომელიც ამჟამად სომხეთის ნაკრებს ავარჯიშებს.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში კომენტარი სწორედ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენებური შემტევის წინსვლა და კარგი თამაში საერთოდ არ უკვირს.

„მიქაუტაძე შესანიშნავი ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. აიაქსში მას ბრაიან ბრობის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავდა. ისე გამოვიდა, რომ გიორგისთვის იქ ყველაფერი დასრულებული იყო. ვარჯიშებზე კი ვხედავდი რომ არაჩვეულებრივად თამაშობდა, მაგრამ ძირითადში მაინც ვერ ხვდებოდა.

ყველას, მათ შორის კლუბის ბოსების და გულშემატკივრების ინტერესშიც იყო, რომ ბრაიანს მეტი სათამაშო დრო მისცემოდა. მიქაუტაძე პასების და შეტევების დაგვირგვინების ფაზაში გამორჩეული გახლდათ და ამიტომაც არ მიკვირს, რომ ლა ლიგაში ის არაჩვეულებრივად გამოიყურება“ – აღნიშნავს ნიდერლანდელი მწვრთნელი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი