გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტა გაანადგურა 

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში უხვგოლიანი გამარჯვება მოიპოვა..რამაზ სვანაძის გუნდმა სტუმრად მალტა 5:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სრულიად ქართველთა უპირატესობით წარიმართა. საბა ხარებაშვილმა საწყის ნახევარში ორჯერ შექმნა რეალური საგოლე მომენტი, ჯერ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ დადიანმა შორიდან ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში სტუმრები კვლავ დომინირებდნენ. 68-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში მოათავსა და ანგარიში 3:0 გახდა. დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა: ნარიმანიძემ თავური დარტყმით გაიტანა, ხოლო შეცვლაზე შესულმა ბასილაძემ საბოლოო წერტილი დასვა — 5:0.

ამ გამარჯვებით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა და ახლა ჯგუფში მესამე პოზიციაზეა. პირველ ადგილს საბერძნეთი ინარჩუნებს ცხრა ქულით, მეორე ადგილზე გერმანიაა ექვსი ქულით.

შემდეგ მატჩებს სვანაძის გუნდი ნოემბერში გამართავს – 14-ში საბერძნეთში ითამაშებს, ხოლო 18 ნოემბერს გერმანიას თბილისში მიიღებს. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე გადის, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში შეეცდებიან ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები