გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ახალი კონტრაქტი ევრობასკეტამდე

გააზიარეთ

გადაწყვეტილი ამბავია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს კიდევ ორი წლით ალექსანდრე ჯიკიჩი გაწრთვნის და ეს იმის მიუხედავად თუ რა შედეგს აჩვენებს მოახლოებულ ევრობასკეტზე.

სერბ სპეციალისტს თავდაპირველი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ჯიკიჩი საქართველოში კიდევ მინიმუმ ორ წელიწად დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს კალათბურთელებს სწორედ ის მოამზადებს.

კონტრაქტის გახანგრძლივების ამოსავალ წერტილი კი ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევში წარმატებული ასპარეზობა გახდა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ევრობასკეტის პირველი მატჩს საქართველოს ნაკრები ესპანელების წინააღმდეგ 28 აგვისტოს გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი