გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბაიერნის ფეხბურთელი საქართველოს U19 ნაკრებში გამოიძახეს

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდი ხნის ნანატრი საქმე რეალობად აქცია. GEO TEAM-ს ცნობით, მიუნხენის ბაიერნის 17 წლის ნახევარმცველი ჯამალ კაიშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებს.

კაიშვილი მარცხენა ფლანგის ვინგერია, თუმცა ნახევარმცველის პოზიციაზეც წარმატებით თამაშობს. ფეხბურთელი ბაიერნის აკადემიაშია და უკვე U19 გუნდში გამოდის.

ბიჭი, რომელიც წარმოშობით კახეთიდან, ზემო ავლანიდანაა, ბავშვობაში ორივე მშობელი დაეღუპა. გერმანიაში მარტო, ლტოლვილის სტატუსით წავიდა და ბევრი სირთულის მიუხედავად, მოახერხა გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირება და თავის გამოჩენა.

კაიშვილი დედის მხრიდან ქართველია, მამის მხრიდან ჩეჩენი.

პროცესში აქტიურად ჩართული იყო სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, რომელიც რამდენჯერმე გერმანიაში ჩავიდა, პირადად ეწვია ბაიერნის კამპუსს და ფეხბურთელთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებდა.

საბოლოოდ, ახალგაზრდა ტალანტს ქართული პასპორტი გაუკეთდა და ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები