გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსელონამ შენგელიას ყოფილი კლუბი დაამარცხა

გააზიარეთ

თორნიკე შენგელიას ბარსელონა ევროლიგაში წარმატებულ სვლას აგრძელებს. მე-11 ტურში კატალონიელებმა თოკოს ყოფილ კლუბ ვირტუს ბოლონიას უმასპინძლა და 88:81 აჯობა. არადა, ბოლო მეოთხედის წინ ბოლონია ექვსი ქულით იგებდა, მაგრამ ბარსელონამ თამაშის მოტრიალება მოახერხა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24:22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა სამიდან ერთი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო.

კატალონიურ კლუბს 7 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 ნოემბერს, სტამბოლში ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი