გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბარსელონამ წინასასეზონო მზადება დაიწყო

გააზიარეთ

ბარსელონამ წინასასეზონო მზადება ვისელ კობესთან 3:1 გამარჯვებით დაიწყო, სადაც მარკუს რაშფორდის დებიუტი შედგა. ინგლისელი შემტევი თამაშში მეორე ნახევრის დასაწყისში  რაფინიას ნაცვლად ჩაერთო და 78-ე წუთზე პედრო ფერნანდესმა შეცვალა, რომელმაც შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა.

იაპონური კლუბი მატჩის სტარტზე დაწინაურდა, მაგრამ 33-ე წუთზე კატალონიელებმა ერიკ გარსიას გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ფრე მეორე ტაიმის 77-ე წუთამდე შენარჩუნდა, რის შემდეგაც 10 წუთის ინტერვალით, ჯერ რუნი ბარდჯიმ, შემდგომ პედრო ფერნანდესმა თავი გამოიჩინეს და გუნდს გამარჯვება მოუტანეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო.

რაშფორდის დებიუტთან ერთად, ეს იყო პირველი შეხვედრა სადაც, ლამინე იამალი 10-ნომრიანი მაისურით გამოვიდა. 18 წლის ასაკში, ესპანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც ლეგენდარული მაისურით ითამაშა. აქამდე რეკორდის მფლობელი “ბლაუგრანას” ყოფილი ათიანი, ანსუ ფატი იყო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გუნდი დატოვა და მონაკოს შეუერთდა.

ფლიკის გუნდს მომავალი შეხვედრა 31 ივლისს, სეულთან ელის…

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი