გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გიორგი ხარაიშვილი საქართველოში დაბრუნდა

გააზიარეთ

თბილისის დინამო შემადგენლობას კიდევ ერთი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მოთამაშე შეემატა. გუნდის ახალწვეული გიორგი ხარაიშვილია, რომელიც lagazzeta.ge-ს ცნობით, კარიერას კვლავ დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს და გუნდს სეზონის მეორე ნაწილში დაეხმარება.

28 წლის ფეხბურთელს დინამოში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2023 წელს მან კლუბის მაისურით ძალიან პროდუქტიული სეზონი ჩაატარა: 8 გატანილი ბურთი და 7 შედეგიანი გადაცემა. ხარაიშვილმა იმ სეზონში ერთ-ერთი ლიდერის როლი იკისრა და თავისი უნივერსალურობით განსაკუთრებით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.

ბოლოს ხარაიშვილი აზერბაიჯანში, სუმგაითის შემადგენლობაში ასპარეზობდა, თუმცა ახლა უკვე თბილისში დაბრუნდა და ახალ ეტაპს იწყებს. ის უკვე შეუერთდა გუნდს და მზად არის ჩემპიონატის მეორე წრეში დინამოს ფორმა კვლავ მოირგოს.

შეგახსენებთ, რომ დინამომ ცოტა ხნის წინ კიდევ ორი მოთამაშე, ლუკა ლაცაბიძე და აბდულაი იორო დაიმატა.

ცნობისთვის, 28 წლის ნახევარმცველი, გიორგი ხარაიშვილი სხვადასხვა დროს სუმგაითის (აზერბაიჯანი), ქოჯაელისპორის (თურქეთი), ფერენცვაროშის (უნგრეთი) დინამო თბილისის (საქართველო), გეტებორგის (შვედეთი) და იბერია 1999-ს ღირსებას იცავდა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი