გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასზე მეოთხედფინალისტები გიარკვა

გააზიარეთ

დღეს, 27 ივლისს, საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის სამი შეხვედრა გაიმართა და სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

იბერია 1999 2 – რუსთავი

თბილისში გამართული დრამატული მატჩი ძირითადი დროის შემდეგ 2:2 დასრულდა. ანგარიში 67-ე წუთზე ბილი ჯიბრილიმ გახსნა სტუმართა მხრიდან, ხოლო იბერიამ დავით გოგილაშვილის გოლით 75-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში იუტა ნაკანომ რუსთავი ისევ დააწინაურა (107′), თუმცა ბოლო წამებზე – 120-ე წუთზე ზურაბ ერაძემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

შეხვედრა დაძაბული იყო და მსაჯმა ოთხი წითელი ბარათი უჩვენა – მოედანი ნაადრევად გივი ხაჩიძემ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, პრინც ოსეიმ და სოლომონ კესიმ დატოვეს.

საბოლოოდ, პენალტების სერიაში რუსთავმა 4:3 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სამგურალი – დილა

წყალტუბოში დინამიური, თუმცა გოლების გარეშე დასრულებული მატჩი ვიხილეთ. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დილას გამარჯვებით დასრულდა – 5:4.

დილას მხრიდან გოლები გაიტანეს რუაგო ილორიმ, ჟოაო კოშტამ, იბრაჰიმა დრამემ, ირაკლი ბუღრიძემ და ტიბუე დეო ბასინგამ.
სამგურალის რიგებში პენალტები ზუსტად შეასრულეს ჯეფერსონ ჯერალდომ, ლაშა შერგელაშვილმა, ომარ პატარკაციშვილმა და ირაკლი ჯანჯღავამ.

დინამო ბათუმი – ბოლნისის სიონი

ბოლნისელებმა ანგარიში დათა სიჭინავას გოლით (53’) გახსნეს, ბათუმელებმა კი ლევან ხოზრევანიძის ზუსტი დარტყმით (84′) გაათანაბრეს.

დამატებით დროში ლევან წულუკიძემ დინამო ბათუმი წინ გაიყვანა, თუმცა დათა სიჭინავამ კვლავ შეძლო გათანაბრება – 2:2. პენალტების სერიაში დინამომ უპირატესობა მოიპოვა და ბოლნისის სიონი 4:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა: იბერია – ტორპედო და სპაერი – ფოთის კოლხეთი ევროტურნირების გამო გადაიდო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს თასი