გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბარსელონას ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია — ტერ შტეგენს ურუგვაელი მცველი ჩაანაცვლებს

გააზიარეთ

ბოლო დროს, კატალონიის ბარსელონასა და მის კაპიტან მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. 33 წლის გერმანელმა მეკარემ ივლისის ბოლოს ზურგის ოპერაცია ჩაიტარა და დაახლოებით სამი თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ტერ შტეგენს სამედიცინო მონაცემების არ გაზიარებას ედავება — რადგან ამ ინფორმაციაზე წვდომის შემთხვევაში, რადგან ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, კლუბს შესაძლოა ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება მოეხერხებინა. აქედან გამომდინარე, სპორტულმა ხელმძვანელობამ ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე “ბლაუგრანას” კაპიტნის მოვალეობას ურუგვაელი მცველი, რონალდ არაუხო შეასრულებს.

“მარკ-ანდრე ტერ შტეგენის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაწყებულია. სანამ საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით ჩამოართვას მას პირველი გუნდის კაპიტნის სტატუსი. აღნიშნულ პერიოდში კაპიტნის ფუნქციებს ვიცე-კაპიტანი რონალდ არაუხო შეასრულებს” — ნათქვამია ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი