გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

წარუმატებელი ამხანაგურები

გააზიარეთ

მონტენეგრომ კვლავ დაგვჯაბნა. საქართველოს 19 წლამდე ნაკრებზე ვსაუბრობთ, რომელმაც სამდღიან ინტერვალში მონტენეგროელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩში წააგო.

ის რომ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ორივე დაპირისპირება სტუმრის სტატუსით გამართეს თავის დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. მონტენეგრო გრანდთა კატეგორიას რომ არ წარმოადგენს ყველამ კარგად ვიცით და მათთან მიჯრით ორი წაგება ნამეტანი გვგონია.

თანაც ჩვენმა 19 წლამდელებმა თუ პირველ შემთხვევაში მინიმალურად 1:2 წააგეს, მეორე მატჩში მასპინძლებმა სოლუდური სხვაობით 4:2 იმარჯვეს. ქართველ ფეხბურთელთაგან თავი რეზი დანელიამ და დავით გოგილაშვილმა გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, ნოემბერში ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება, რომელიც ხორვატიაში გაიმართება და მასპინძლების გარდა საქართველოს 19 წლამდე გუნდის მეტოქეები გიბრალტარი და სერბეთი იქნებიან.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი