გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

როდის მიუბრუნდება ვალენსია ჩაკვეტაძის კანდიდატურას

გააზიარეთ

გიორგი ჩაკვეტაძეს ვალენსიასთან შესაძლო ტრანსფერზე საუბარი კვლავ აქტუალურია.

“ღამურების” მთავარი მწვრთნელი, კარლოს კორბერანი, ჩაკვეტაძის შეძენას კვლავ აქტიურად ითხოვს, თუმცა კლუბში არსებული ფინანსური სიტუაცია ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელებას აფერხებს.

როგორც ირკვევა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დატოვებენ თუ არა გუნდს ანდრე ალმეიდა ან უგო გუილამონი. ერთ-ერთი ამ ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, “ღამურები” მზად არიან გიორგი ჩაკვეტაძეზე მოლაპარაკებები გააგრძელონ და შეეცადონ ტრანსფერის დასრულებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე – ანუ 1 სექტემბრამდე.

უოტფორდი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 10-12 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ვალენსიასთვის ამ ეტაპზე პრობლემურ ნიშნულად რჩება.

ამავდროულად, ჩაკვეტაძე მოშუშებული ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებასაც უახლოვდება და დიდი შანსია, რომ ჩემპიონშიპის მეორე ტურში უკვე უოტფორდს დაეხმაროს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები