გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯინჭარაძე: ვეცდებით, უკეთეს ფორმაში შევიდეთ

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მოახლოებული ევრობასკეტისთვის აქტიურად ემზადება. ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

მორიგ სპარინგ მატჩს საქართველო პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ნაკრების ფორვარდმა, კახა ჯინჭარაძემ:

“ევრობასკეტს დღითიდღე ვუახლოვდებით. ლიეტუვასთან მატჩში ჩვენი შეცდომებიც და ძლიერი მხარეებიც გავაანალიზეთ და ვეცდებით, პოლონეთთან ყველაფერი გავაუმჯობესოთ. ეს მატჩი კარგი შესაძლებლობაა, რომ უკეთ შევთამაშდეთ და უკეთეს ფორმაში შევიდეთ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლონეთთან გამარჯვება მოვიპოვოთ”, – განაცხადა ჯინჭარაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი