გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე: “სიძულვილის ტალღას მოტივაციად ვიყენებთ”

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025 ხმაურიანად დაიწყო. პირველივე შეხვედრაში ჯვაროსნებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრები 83:69 დაამარცხეს.

მატჩის შემდგომ ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ესპანეთთან მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ გოგა ბითაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“2017 წელსაც მოვახერხეთ და პირველ შეხვედრაში უძლიერესი ლიეტუვა დავამარცხეთ, მაგრამ შემდეგ ჯგუფიდან ვეღარ გავედით, ამიტომ ეს გამარჯვება პირიქით, მოტივაციას გვაძლევს. ეს გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ჯგუფიდან უკვე გასულები ვართ, ჯერ კიდევ გვაქვს მოსაგები მატჩები.

მადლობა გულშემატკივარს, მათ შორის, ჩემს ოჯახს. დიდი ხანია, ქართველი გულშემატკივრის წინაშე არ მითამაშია და ბედნიერი ვარ. ისინი რომ არა, ალბათ, ვერ მოვიგებდით, რადგან ქართველი გულშემატკივარი დიდ ძალას გვაძლევს.

ჩვენი ნაკრების წინაშე დიდი სიძულვილის ტალღა იყო წამოსული და ეს ვიცით. ვცდილობთ, ესეც მოტივაციად გამოვიყენოთ”, – განაცხადა ბითაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი