გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი, მამუკელაშვილი, ბოლდვინი – რას ამბობენ ქართველები გამარჯვების შემდეგ

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025 ხმაურიანად დაიწყო. პირველივე შეხვედრაში ჯვაროსნებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრები 83:69 დაამარცხეს.

მატჩის შემდგომ ნაკრების ვეტერანმა კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს ეს დიდი გამარჯვება მიულოცა:

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველას გილოცავთ. მადლობა იმ გულშემატკივარს, რომელიც აქ ჩამოვიდა და გვიქომაგა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს უნდოდა ჩამოსვლა და ეს ვერ შეძლო. ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშებშიც ასე გაგახაროთ.” – გიორგი შერმადინი.

“ერთ მომენტში მეტოქემ მატჩში დაბრუნება მოახერხა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში გავაგრძელეთ, ბურთი კარგად ვამოძრავეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ახლა დროა, შემდეგ თამაშზე გადავერთოთ და ხვალისთვის მოვემზადოთ.” – კამარ ბოლდვინი.

“წინ კიდევ დიდი გზა გველის, მაგრამ დღეს ყველა გამოვედით და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. ჩემი აზრით, ეს გუნდური მოგება იყო და მთავარიც სწორედ ესაა – ერთმანეთის გვჯეროდეს.” – სანდრო მამუკელაშვილი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი