გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ხმაური კვიპროსზე – საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

გააზიარეთ

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი კვიპროსზეც დაიწყო და საქართველო-ესპანეთის მატჩით გაიხსნა. საქართველოს ნაკრებმა ფავორიტად მიჩნეული ესპანეთი 83:69 დაჩაგრა.

ალეკსანდრ ჯიკიჩმა სწორედ ის ხუთეული შემოგვთავაზა, რომელსაც გულშემატკივრები ყველაზე მეტად ელოდნენ: ბოლდუინი, სანაძე, შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე. ერთადერთი შენგელიას ეტყობოდა, რომ ბოლო დროს უვარჯიშებელი იყო, მაგრამ ეს დანაკლისი სხვებმა აანაზღაურეს. განსაკუთრებით კარგად მამუკელაშვილი და ბოლდუინი ირჯებოდნენ. იყო მომენტი რვა ქულითაც ვიგებდით, მაგრამ მეოთხედი 20:17 მოვიგეთ. ესპანეთი კუდში დევნას მეორე მეოთხედშიც აგრძელებდა, მაგრამ წინ სულ საქართველო იყო. მხოლოდ ერთხელ გალიდერდა ესპანეთი და ისიც ქულით. ტაიმი კი, მაინც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა – 37:35.

რვაქულიანი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისშიც მივიღეთ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და სასურველ ტემპშიც მიგვყავდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე 10 ქულას ვიგებდით. საბოლოოდ, დასკვნით 10-წუთეულს მაინც სოლიდური სხვაობით შევხვდით – 57:49.

ბოლო მეოთხედში ფავორიტად მიჩნეული ესპანეთი შეეცადა სტატუსი დაემტკიცებინა და სხვაობას მეთოდურად ამცირებდა. +5 ქულაზე ჯიკიჩმა ტაიმ აუტი აიღო… თამაში ისევ ჩვენია, ესპანეთს ფავორიტობის არაფერი ეტყობა და ოთხი წუთით ადრე საქართველო სოლიდურად იგებს – 72:60. ბითაძის შედეგიანობით სხვაობა კიდევ იზრდება და ორი წუთით ადრე მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანს… ასეც მოხდა – საქართველომ ევროპა ხმაურით დაიწყო…

მატჩის MVP სანდრო მამუკელაშვილი გახდა.

ანდრონიკაშვილი (2ქ), მამუკელაშვილი (19ქ, 7მ, 6პ), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (7ქ, 7მ), შერმადინი (4ქ), სანაძე (11ქ), კორსანტია, ფევაძე, შენგელია (13ქ), ბითაძე (15ქ), ბოლდუინი (12ქ), ოჩხიკიძე

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი