გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის ექვსი ქულა და მოფერიანებული ორლანდო

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და გოგა ბითაძის ორლანდომ საშინაო არენაზე ნიუ იორკ ნიქსს 133:121 მოუგო. ეს ჯადოქრების ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, ხოლო ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზე აინაცვლა.

ბითაძემ პარკეტზე 19:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოგამ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამიანი და საჯარიმო არ უსვრია. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდომ მეტოქეს ექვსი ქულით აჯობა.

ორლანდოს 10 მოგების წილ შვიდი მარცხი აქვს და, როგორც გითხარით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 ნოემბერს, სტუმრად ბოსტონის წინააღმდეგ ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი