
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.
ესპანელები აღფრთოვანებულნი არიან შენგელიას ერთგულებით. საქმე ის არის, რომ ბარსელონას 26 ნოემბერს გვიან ღამით ევროლიგის თამაში აქვს, შენგელია კი გუნდს შეთანხმდა, რომ მეორე დილასვე საქართველოში გადაფრინდება და საღამოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე დაეხმარება.
აი, რას წერს მედია:
„ბარსას იმ კალათბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც ნაკრებებში გამოდიან, ქართველი თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს დაეხმარება. ხუთშაბათს საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს, კვირას კი ტენერიფეში ესპანეთს ესტუმრება.
შენგელიას საქართველოს ნაკრების მატჩებში მონაწილეობა ბარსაში ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას არღვევს. კატალონიური გუნდის მოთამაშეები არასდროს მონაწილეობდნენ ფიბას ნოემბრის ფანჯრის სანაკრებო მატჩებში.
ევროლიგა ნოემბრის ფანჯრის პერიოდში პაუზას არ აკეთებს, რის გამოც საკლუბო და სანაკრებო თამაშები ემთხვევა. ამ პერიოდში ევროლიგელი კალათბურთელები ნაკრებში ვერ ჩადიან. აქამდე უცნობია, ეს პირადი გადაწყვეტილებით ხდება, თუ –კლუბის.
შენგელიასა და ნაკრების ერთგულება ყოველთვის გამორჩეულია და ამის უამრავი მაგალითი არსებობს (გამოცემა იხსენებს 2023 წლის შესარჩევ ეტაპს, როდესაც შენგელიამ ოთხ დღეში სამი მატჩი ითამშა სამ ქვეყანაში).
„პროფესიონალური კარიერის დასაწყისიდანვე ვიცოდი ერთი რამ: როდესაც არ უნდა გამომიძახოს ნაკრებმა, ყოველთვის უნდა ვიყო მის განკარგულებაში. სწორედ ამიტომ, როდესაც კლუბთან კონტრაქტს ვაფორმებ, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოსთვის ყოველთვის ვითამაშებ. ნაკრები ჩემი პირველი სიყვარულია და ყოველთვის, როდესაც მეძლევა მის რიგებში თამაშის შესაძლებლობა, პატარა ბიჭი ვხდები“, – ეს შენგელიას სიტყვებია 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ.
კლუბი დათანხმდა შენგელიას თხოვნას. ქართველი კალათბურთელი ოთხშაბათს ვილერბანთან ბარსას დაეხმარება, ხუთშაბათს დილით კი საქართველოში გაფრინდება, რათა იმავე დღეს საღამოს უკრაინასთან თამაშს ჩაუსწროს. უარეს შემთხვევაში, კვირას ესპანეთთან მატჩისთვის მზად აუცილებლად იქნება“.
საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასა და დანიასთან ერთად მოხვდა.
27 ნოემბერს ჩვენები უკრაინას ეთამაშებიან; 30 ნოემბერ ესპანეთს ეთამაშება; ოთხი ტური კი, 2026 წლის თებერვალსა და ივლისში გაიმართება.
იხილე მეტი
-
სხვა...
/ 2 საათის agoფინალურ სესიამდე ხუთი მედლის შანსი გვაქვს
გააზიარეთალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაგრძელდა. პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩაზე ხუთი ქართველი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 4 საათის agoთემურ ქეცბაია: დინამოში დიდების დასაბრუნელად მოვედი
გააზიარეთთბილისის დინამომ გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია წარადგინა. 58 წლის ქართველი სპეციალისტი ჟურნალისტებს დინამო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 9 საათის agoleparisien: განსხვავებული ბიჭი საქართველოდან
გააზიარეთრაგბის გულშემატკივრების საქართველო ყოველთვის აოცებდა. როგორ შეეძლო ამ პატარა ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც ძლივს ოთხი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი