გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველი ლეგიონერები სანაკრებო მატჩების წინ

გააზიარეთ

მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა კალათბურთში და საინტერესოა რა ფორმაში არიან ქართველი ლეგიონერები.

გუშინ ესპანეთში ორმა „ქართულმა“ გუნდმა ითამაშა – ბექა ბურჯანაძის გრანადამ და გიორგი კორსანტიას გიპუსკოამ.

დავიწყოთ ბურჯანაძით, რომელიც ლიგა ენდესაშია. მისმა გრანადამ მერვე ტურში გრანდს, მადრიდის რეალს უმასპინძლა და 100:111 დამარცხდა.

ბექა ბურჯანაძემ მოედანზე 12:32 წუთი გაატარა და გუნდს 6 ქულითა და 1 მოხსნით შეეწია. ბექამ ორიდან ერთი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

გრანადა ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, სარაგოსას ეთამაშება, რომელიც უშუალო კონკურენტად მიიჩნევა.

გიორგი კორსანტიას გიპუსკოამ კი, რანგით ქვედა ლიგაშია და ფუენლაბრადას (87:70) მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია. კორსანტიამ კი, 17 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მოინაგრა.

გიპუსკოამ მომდევნო ტურში ალიკანტეს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი