გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება

გააზიარეთ

სექტემბრის სანაკრებო მატჩები ახლახანს დასრულდა, თუმცა ოქტომბერიც თვალისდახამხამებაში მოვა და მორიგი მნიშვნელოვანი დაპირისპირებების დროც დადგება.

სექტემბერში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა თუ საშინაო მატჩებით გახსნა, ამჯერად 11 და 14 ოქტომბერს ჯვაროსნებს შესაბამისად ესპანეთთან და თურქეთთან გასვლითი შეხვედრები ელით. პირენეელები ქალაქ ელჩეში გვიმასპინძლებენ, ხოლო ჩვენი მეზობლები იზმითში დაგვიხვდებიან.

ჰოდა, გასვლით მატჩებზე ბილეთების გაყიდვაც სულ მალე 16 და 17 სექტემბერს Biletebi.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება.

ბილეთების შეძენის წესები:

ესპანეთი- საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 16 სექტემბერს 12:00 საათზე. ბილეთის ფასი 115 ლარია და სტუმართა გუნდის სექტორშია განლაგებული.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად 
  • აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს
  • ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია

შეძენილი ბილეთების მისაღებად საჭიროა:

  • ტელეფონში გქონდეთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაცია RFEF Tickets (IOS/Android)
  • აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეთ ელ.ფოსტით, რომელსაც BILETEBI.GE-ზე ბილეთების შეძენის დროს მიუთითებთ
  • შეძენილ ბილეთს მომხმარებელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაციაში მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს
  • სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ აპლიკაციაში მიღებული ელექტრონული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი 

თურქეთი – საქართველო | ბილეთების გაყიდვა დაიწყება 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. ბილეთის ფასი 85 ლარია და განლაგებულია სტადიონის 316A, 316B და 317 სექტორებში.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად
  • აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს
  • ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია

შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ელექტრონული ფოსტით მიღებული ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი