გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბორხესი – გიორგი ადაპტაციას გადის, მისგან მეტს ველით

გააზიარეთ

პორტუგალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ქართული დაპირისპირება შედგება. ნოდარ ლომინაძის ეშტორილი გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგს დაუხვდება.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორხესმა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

„გიორგი ქოჩორაშვილი ნამდვილი პროფესიონალია. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ახლა ადაპტაციის პერიოდი აქვს, ისე კი გიორგისგან მეტს ველით და კარგია, რომ მასაც იგივე სურს. 

ქოჩორაშვილს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდერ ეს ახლა ჩანს. მჯერა ის უფრო მოუმატეს და საერთოდაც გუნდის ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ. მათ მეტი დინამიკა შემოიტანეს“ – აღნიშნა ლისაბონელთა დამრიგებელმა.

ეშტორილის და სპორტინგის დაპირისპირება 27 სექტემბერს 23:30 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები