გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ჩემგან შანსებს მიიღებს”, – მწვრთნელი გოგლიჩიძეზე

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საბა გოგლიჩიძე ემპოლიდან უდინეზეში გადაბარგდა. ახალ გუნდში გოგლიჩიძე სათამაშო დროით განებივრებული არაა, მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თითოეულში კი შეცვლიდან შევიდა მოედანზე.

ამ საკითხზე უდინეზეს თავკაცმა კოსტა რუნიაჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“ახალი მოთამაშეები ადაპტაციას გადიან და ეს ბუნებრივია. გოგლიჩიძის პოტენციალში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის 2004 წელსაა დაბადებული. მართალია, ემპოლიში გამოცდილება მიიღო, მაგრამ იქ სხვანაირად თამაშობდა, აქ კი საბაზე ბევრს ვმუშაობთ, რომ განვითარდეს.

შესაძლოა, გოგლიჩიძემ თავიდანვე ბევრი სათამაშო დრო არ მიიღოს, მაგრამ ის შანსებს აუცილებლად დაიმსახურებს და თამაშის ხარისხსაც გააუმჯობესებს”, – განაცხადა კოსტამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები