გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდები მარტივად დაამარცხეს

გააზიარეთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველო ნიდერლანდებს ესტუმრა და 61:12 მოუგო. შედეგად, ბორჯღალოსნები ბოლო ტურის წინ ცხრილის სათავეში რჩებიან.

არადა, თამაში ჩვენთვის ცუდად დაიწყო და უკვე მეხუთე წუთზე დავით ლაგვილავა გაგვისინბინეს. თუმცა, კაცნაკლულობაში გელა აფრასიძემ ლელო დადო, რასაც მატკავას გარდასახვა მოჰყვა. ნიდერლანდელებმა იქვე ლელოთი გვიპასუხეს. თუმცა, მე-19 წუთზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ, მოლი ავაგორეთ და ლუკა ივანიშვილის ლელო ლუკა მატკავამ გარდასახა და ამის შემდეგ ყველაფერი ადგილზე დადგა.

მატკავა გარდასახვებს არ დასჯერდა და შესვენებამდე მეტოქის ჩათვლის მოედანში ორჯერ შევიდა და ორივეჯერ თავადვე გარდასახა. საქართველომ ტაიმი 28:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდელებმა ერთი ლელოთი გვიპასუხეს, მაგრამ მალევე დუბლი უკვე აფრასიძემ გაიფორმა, შემდეგ სადებიუტო ლელო მამუკა მსტოიანმა მიითვალა. სადებიუტო ლელო ბაჩუკი ჭუმბაძემაც დადო. შემდეგ თავი ოთარ მეტრეველმა გამოიჩინა, ბოლო აკორდი კი, გიორგი შველიძე იყო. მატკავამ მხოლოდ ერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა.

ბორჯღალოსნების მსგავსად 10 ქულა აქვს ესპანეთსაც, რომელსაც ბოლო ტურში ავჭალაზე ვუმასპინძლებთ და გაირკვევა ვინ იქნება ნახევარფინალში მასპინძელი.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები