გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნებს მსოფლიოზე კალენდარი დაუმტკიცეს

გააზიარეთ

2027 წლის 1 ოქტომბერს ავსტრალიაში რაგბის მსოფლიო თასი დაიწყება და 13 ნოემბრამდე გასტანს. ისტორიაში პირველად, ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

ამასობაში მსოფლიო რაგბიმ ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი და მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო თასზე ასეთია:

4 ოქტომბერი: საქართველო-რუმინეთი (თაუნსვილი, 14:15);

10 ოქტომბერი: სამხრეთ აფრიკა-საქართველო (ბრისბენი, 10:45);

17 ოქტომბერი: იტალია-საქართველო (ნიუკასლი, 05:15).

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები