
საქართველოს რაგბის ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან განაცხადში ხუთი დებიუტანტია, ვასილ ლობჟანიძე კი, მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება.
მარკო ბორტოლამის სადებიუტო თამაში 8 თებერვალს შედგება. ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში შვეიცარიას ივერდონში, სტად მუნიციპალზე ესტუმრებიან.
პიერ-ანრი ბრონკანთან კონსულტაციების შედეგად, სათამაშო განაცხადში ხუთი დებიუტანტია. მათგან ორი – ფულბეკი ოთარ მეტრეველი და ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ. მეტრეველმა ბორჯღალოსნების კვართით სამხრეთ აფრიკული ჩიტასის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ეს სანაკრებო დებიუტად არ ეთვლება. აი, რეხვიაშვილი კი, ეროვნულ გუნდში შვიდკაცა ნაკრებიდან დაწინაურდა.
მარქაფაში არიან დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე და ანდრო დვალი. სამივე მათგანი ეროვნულ გუნდთან ერთად სანაკრებო შეკრებებზეც იადრეც ყოფილან, მაგრამ პირველ კეპს 8 თებერვალს მოიხვეჭენ.
შევეიცარიასთან თამაშს იწყებს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება 29 წლის ვასილ ლობჟანიძე. მან ნაკრების კვართით პირველი თამაში 2015 წელს, გერმანიასთან ითამაშა.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელიც ნაკრებს 2021 წლის შემდეგ დაუბრუნდა; იქვე იქნებიან გიორგი ახალაძე და ვანო კარკაძე; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილსა და გიორგი ჯავახიას ვიხილავთ; მესამე ხაზში კი, ბექა საღინაძე, იოანე იაშაღაშვილი და თორნიკე ჯალაღონია დადგებიან.
ღერძზე ლობჟანიძეს ლუკა მატკავა შეუწყვილდება; ცენტრში თამაშს გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე იწყებენ; ხოლო მეორე ფრთა აკა ტაბუცაძეა.
პირველი ხაზის მარქაფაში არიან ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა გოგინავა და ალექსანდრე ქუნთელია; ხაზში შეცვლაზე გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე შევლენ.
საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 17-ჯერ აქვს მოგებული, აქედან ბოლო რვა –ზედიზედ. A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შვეიცარია, ნიდერლანდები და ესპანეთი არიან; B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია თამაშობენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: ოთარ მეტრეველი, აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, გიორგი მელიქიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ჯავახია, ბექა საღინაძე, იოანე იაშაღაშვილი, თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა გოგინავა, ალექსანდრე ქუნთელია, დავით ლაგვილავა, თემურ წულუკიძე, ანდრო დვალი, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 7 საათის agoბორჯღალოსნებმა ჩილესთან მარქაფა შეცვალეს
გააზიარეთბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 8 საათის agoთბილისის დინამომ ბეწვის ხიდზე გაიარა
გააზიარეთთბილისის დინამომ კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ლუქსემბურგის კლუბ მონდორფთან ...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 9 საათის agoტორპედო ზირასთან ქუთაისშიც შერცხვა
გააზიარეთკონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ტორპედო აზერბაიჯანულ ზირასთან პირველი მატჩის მსგავსად 0:3...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი